RALPH LAUREN-ის 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია
Ralph Lauren-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ამერიკული კლასიკა, რომანტიკული საღამოს სამოსი და ჯინსი გააერთიანა.
მილენიალების ვარდისფერმა მოდის ტენდენციებში, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. სახელწოდება, რომელიც მილენიალების თაობიდან მოდის, 1981 წლიდან 2000 წლამდე დაბადებულ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც ახალ ათასწლეულსა და ციფრული ტექნოლოგიების ერას პირველები ეზიარნენ.
მილენიალების ვარდისფერი ესთეტიკა უბრალოდ პასტელური ვარდისფერს არ მოიცავს, მან მთელი სუბკულტურა შექმნა. ტრენდი მოდაში, რესტორნის ინტერიერი, სახლის ექსტერიერი, ვარდისფერი ლატე, ტელეფონის ქეისი, Instagram ფილტრები - მილენიალების ვარდისფერმა მოიცვა ყველა და ყველაფერი.
მილენიალების ვარდისფერი მეტ სინაზეს და ჰარმონიას მატებს გარემოს, რაც სამყაროს დამატებით ყოველთვის სჭირდება.