მერილ სტრიპი ჩვენი ეპოქის საუკეთესო მსახიობად ითვლება და ყველა დავეთანხმებით ამაში. რთულია მსახიობის ფილმებიდან, რომელიღაც ერთი - ფავორიტი აარჩიო, თითქოს ყველა როლი ერთმანეთისგან განსხვავებული და ამავდროულად გენიალურია, რაც იშვიათობაა. ყველა დროის ყველაზე საუკეთესო მსახიობს აქვს გარდაქმნის გასაოცარი უნარი, ის თითქოს შესისხლხორცდება პერსონაჟთან.
მერილ სტრიპი კანის კინოფესტივალზე
მერილ სტრიპი ოსკარზე 21-ჯერ იყო ნომინირებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მსახიობის 497-ჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა ჯილდოებზე, მათ შორის ოქროს გლობუსი, გრემი, ტონი, კანის კინოფესტივალის ოქროს პალის რტო, ხოლო ჯილდო 177-ზე აქვს მიღებული. შეიძლება ითქვას, რომ მერილ სტრიპი იმ ბედნიერ ადამიანებს მიეკუთვნება, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს, რაც ჰო, იშვიათობაა.
მსახიობი კანის კინოფესტივალზე 1989 წელს
აღსანიშნავია მერილ სტრიპის დახვეწილი გემოვნება, რაც აისახება ყოველ მის გამოსვლაზე წითელ ხალიჩაზე და ასევე ეტყობა მის გმირებსაც. ყველას გახსოვთ მირანდა პრისტლის გასაოცარი გარდერობი The Devil Wears Prada-დან ან რა დაგვავიწყებს მისი გმირის გამორჩეულ სტილს ფილმიდან „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“.
მერილ სტრიპის საუკეთესო მომენტები წითელი ხალიჩიდან:
| 1 | 2013 წელს OSCAR-ის დაჯილდოების ცერემონიალზე LANVIN-ის კაბაში.
| 2 | 2015 წელს OSCAR-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ასევე LANVIN-ის სამოსში.
| 3 | THE WOOD-ის პრემიერაზე ლონდონში ISSEY MIYAKE-ის სამოსში.
| 4 | GOLDEN GLOBE-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ამერიკელი დიზაინერის, CHRIS MARCH-ის თეთრ კაბაში.
| 5 | ლონდონის კინოფესტივალზე მსახიობის საყვარელი ბრენდის LANVIN-ის კაბაში.
„ლილიენი“ თბილისის გულში დაფუძნებული ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ქალის სილამაზესა და თავდაჯერებულობას უნიკალურ კოლექციებში აერთიანებს. თითოეული დიზაინი ესკიზიდან იწყება და რეალობად, ფრთხილად შერჩეული ქსოვილებითა და ოსტატობით იქცევა.
სახლი, რომელშიც ემა რობერტსი ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჰოლივუდ ჰილზე მდებარე თბილი და კომფორტული სივრცეა. მსახიობმა ეს ვინტაჟური ინტერიერითა და მყუდრო ატმოსფეროთი გამორჩეული სახლი 4.8 მილიონ დოლარად გაყიდა.