სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
დესერტი, რომელიც ჩვენს ბავშვობასთან ასოცირდება, ძალიან მარტივი მოსამზადებელია და რაც მთავარია, საოცრად გემრიელი და სასარგებლოა. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ბლანმანჟე ფრანგული სიტყვათა წყობაა - blanc-manger და blanc - თეთრს, ხოლო manger - ჭამას ნიშნავს. ბლანმანჟე ძირითადად ნუშის ან ძროხის რძისგან მზადდება, თუმცა ჩვენ, ამ ჯერზე, ეს დესერტი მარწყვის ჟელეთი მოვამზადეთ.
ინგრედიენტები:
• 1 კგ მარწყვი
• 900 ცივი წყალი
• 300 გრ შაქრის ფხვნილი
• 9 სკ ჟელატინი
მომზადების წესი:
1. ჯამში მოათავსეთ მარწყვი, შაქრის პუდრა, წყალი და ჭურჭელი ცეცხლზე დადგით. ადუღეთ 45 წუთის განმავლობაში, შემდგომ კი საცერში გაატარეთ.
2. ჟელატინი მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით ცივი წყალი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააჩერეთ, რომ გაფუვდეს, შემდგომ კი მარწყვის მასა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
3. მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში, მაცივარში შედგით და მთელი ღამით დატოვეთ.
4. მორთეთ თქვენი ბლანმანჟეს ტორტი ცოცცალი მარწყვით და გემრიელად მიირთვით.