ბომბარდირის ლაბუბუ
გიორგი მიქაუტაძე Ligue 1-ის გახსნის ტურზე Labubu-ს ტრენდული აქსესუარით გამოჩნდა. ქართველი ბომბარდირი ამჯერად მოედნის მიღმაც მოხვდა ყურადღების ცენტრში – Louis Vuitton-ის ჩანთაზე მორგებული Labubu-ს სათამაშოთი.
რამდენჯერაც არ უნდა ეცადოთ, საქართველოში საუკეთესო სასტუმროს პოვნას, სადაც ფუფუნება და ქართული სტუმართმოყვარეობა სრულ ჰარმონიაშია, არჩევანის მორევში ჩაიკარგებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ხედების, ფილოსოფიისა თუ გამოცდილების მატარებელი სასტუმროები არსებობს. ჩვენ სწორედ ასეთი ხუთი სასტუმრო შეგირჩიეთ, სადაც იმას იპოვით, რასაც დასვენებისას ეძებთ – სიმშვიდეს, ბუნებასთან სიახლოვესა და კომფორტს.
სასტუმრო ბოდბე სიღნაღში
კახეთის გულსა და საქართველოს „სიყვარულის ქალაქად“ წოდებულ სიღნაღში თანამედროვე და დახვეწილი სასტუმრო „ბოდბე“ მდებარეობს. ეს ადგილი კახეთის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას მიაგებს პატივს, ამავდროულად, თამამად უსწრებს დროს და დასვენების კომფორტი მაქსიმალურ დონეზე აჰყავს. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ იგრძნოთ ბუნებასთან და ისტორიასთან კავშირი, და ამავე დროს, საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროში დაისვენოთ.
კახეთის რეგიონის პანორამული ხედებით, ღია და დახურული აუზებით, სპა ცენტრითა და ვერტმფრენის მოედნით, ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ჩვენს ხუთეულში საპატიო ადგილს ნამდვილად იმსახურებს.
ფორთოხლები სამტრედიაში
თუ გსურთ კოლხეთის დაბლობის მომაჯადოებელი ხედის ფონზე აუზში შეცუროთ, სამტრედიის სოფელ საჯავახოში „ფორთოხლები“ გელოდებათ. სიმწვანეში ჩაფლული ეკომეგობრული სასტუმრო ტერასით, კომფორტული კოტეჯებითა და ფორთოხლის პლანტაციებით თქვენს განკარგულებაშია. როგორც იმერულ სტუმარმასპინძლობას სჩვევია, „ფორთოხლებშიც“ შეგიპატიჟებენ ქართულ სამზარეულოში და მზის დაუვიწყარი ჩასვლის ფონზე ჭიქა ღვინით გაგიმასპინძლდებიან.
ლიც რეზორტი კვარიათში
ზღვის დონიდან 370 მეტრზე, ბუნებით გარშემორტყმული Litz Resort ყველაზე საზაფხულო ქალაქიდან ახლოს მდებარე, ფუფუნების ნამდვილი სავანეა. სასტუმროდან შავი ზღვის სანაპიროზე 360 გრადუსიანი პანორამული ხედი იშლება. Litz Resort-ის ატმოსფეროში მთისა და ზღვის ჰაერი ერთიანდება, რაც იდეალურია ზაფხულის დასვენებისთვის. სასტუმროს სავიზიტო ბარათი კი ნამდვილად ჰორიზონტში გარდამავალი ღია აუზია, რომელიც უსასრულობის შეგრძნებას გვბადებს. აქ სულ 101 ოთახი დაგხვდებათ და ყოველი მათგანი ზღვას გადაჰყურებს.
სასტუმრო ესკიზი თელავში
კახეთში, ამჯერად თელავში, ღვინისა და ფუფუნების მოყვარულთა იდეალური თავშესაფარი Esquisse Hotel არსებობა, რომელიც თანამედროვე ქართული სტუმარმასპინძლობის სიმბოლოდ იქცა.
სასტუმრო განთქმულია მარნით, სადაც სტუმრებს რეგიონის საუკეთესო ღვინოების დაგემოვნება შეუძლიათ. სატუმრო ულამაზეს სიმწვანეშია ჩაფლული, რაც სრულყოფილად ჰარმონიულ გარემოს ქმნის. Esquisse Hotel იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც აფასებს დახვეწილ დიზაინსა და ქართულ ღვინოს. ამასთან, სასტუმრო ისეთ ისტორიულ ძეგლებთან ახლოს მდებარეობს, როგორიცაა ერეკლე მეორის სასახლე თუ ბატონის ციხე, რაც საშუალებას გაძლევთ, ფუფუნება კულტურულ მოგზაურობას შეუთავსოთ.
რუმს ჰოტელი ბათუმში
ბათუმში მდებარე Rooms Hotel თავისი უნიკალური, ინდუსტრიული დიზაინითა და დახვეწილი ელეგანტურობით, კლასიკურ ფუფუნებას გვთავაზობს. ბათუმის სანაპიროსა და ევროპის მოედანთან ახლოს მდებარე ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ნამდვილი ოაზისია ქალაქის გულში.
Rooms Hotel-ის კონცეფცია სასტუმროს ფარგლებს სცდება. ის ერთგვარ ეკოსისტემას ქმნის, რომელიც ყველა სტუმარს თბილად მასპინძლობს. სასტუმროს დიზაინში ჰარმონიულადაა შერწყმული იაპონური, ევროპული და ლოს-ანჯელესის სტილი, რაც განსაკუთრებულ ესთეტიკას ქმნის. აქ სტუმრები მოგზაურობენ სივრცეში, სადაც ტრადიციები თანამედროვეობას ერწყმის და სხვადასხვა კულტურა მრავალფეროვან ერთიანობად იქცევა.