ქართველი დიზაინერი ლუკა მიქაძე ეროვნულ ნაკრებთან კოლაბორაციას გვთავაზობს. ლუკამ უნიკალური პიჯაკების კოლექცია შექმნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე Fanshop-შია ხელმისაწვდომი.
ლუკა მიქაძემ საფეხბურთო კარიერიდან მოდის სფეროში ცოტა ხნის წინ გადაინაცვლა, თუმცა ფეხბურთი მისი ცხოვრებიდან არსად წასულა. ლუკას შემოქმედების განსაკუთრებული ნაწილია მაისური წარწერით "აფხაზეთი საქართველოა". ახლა კი, დიზაინერმა ფეხბურთის თემატიკაზე შექმნილი პიჯაკებიც შემოგვთავაზა.
როგორ აღმოჩნდით საფეხბურთო მოედნიდან მოდის სამყაროში?
ლუკა: ჩემი გარდერობის შერჩევას ყოველთვის ძალიან დიდ დროს ვუთმობდი, ხატვა კი ბავშვობიდან მიყვარს. პანდემიის პერიოდში ძველ ჰობის მივუბრუნდი, მალევე ტილოდან სამოსზე გადავინაცვლე და მას შემდეგ ვქმნი ჩემს ბრენდს. მოედნიდან მოდამდე კი, საკმაოდ რთული და დიდი გზა გავიარე. იმის მიუხედავად, რომ დიდი ფეხბურთი ვერ ვითამაშე, ჩემი გამოცდილება მომავალ პროფესიაში ძალიან გამომადგა. მე უკვე ვიცოდი წინააღმდეგობებისა და წარუმატებლობის მიუხედავად, როგორ გამეგრძელებინა სვლა და თავი ყოველთვის მაღლა ამეწია.
ფოტო: ეროვნული ნაკრების Fanshop.ge
როგორ გაჩნდა საქართველოს ნაკრებთან კოლაბორაციის იდეა და როგორი იყო სამოსზე მუშაობის პროცესი?
ლუკა: კოლაბორაციის იდეა ეროვნული ნაკრების ბრენდ დირექტორს, თათა ბურდულს გაუჩნდა. ის თავად დამიკავშირდა, თანამშრომლობა შემომთავაზა და სამუშაო პროცესშიც მუდმივად იყო ჩართული. თათა ძალიან კრეატიული ადამიანია და დიზაინის შექმნის პერიოდიც საინტერესო გამოდგა. ბუნებრივია, სირთულეებიც იყო, თუმცა საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ.
ფოტო: ეროვნული ნაკრების Fanshop.ge
წარწერები, როგორიცაა “ძალა ჩემშია” ან “მე ვარ საქართველო”, როგორც ნაკრების ფეხბურთელის, ასევე თითოეული ქართველი ადამიანის იდენტობას კარგად გამოხატავს.
რა შინაარსს ატარებს ამ კოლაბორაციის დიზაინი?
ლუკა: სამოსზე გამოყენებულია ისეთი სიმბოლოები და წარწერები, რომლებიც ნაკრებისა და ჩვენს იდენტობას, ბრძოლისუნარიანობას უსვამს ხაზს.
ჩრდილოეთ ევროპული მოდის ყველაზე დიდი მოვლენა, კოპენჰაგენის მოდის კვირეული, ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ სკანდინავიელებმა ჩაცმა საუკეთესოდ იციან. ამას მოდის კვირეულისკენ მიმავალი დანიელების ქუჩის სტილიც მოწმობს.
კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე შლაპუნებმა მაღალი მოდის სტატუსი მოიპოვეს. ნახეთ როგორ იქცა ეს მარტივი საზაფხულო ფეხსაცმელი სეზონის ყველაზე ტრენდულ აქსესუარად.