რეტინოლი და კოლაგენი – პროდუქტები იდეალური კანისთვის
ვიტამინი A ცნობილია როგორც კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი. სტატია მიმოიხილავს ვიტამინით A მდიდარ საკვებ პროდუქტებს და მის როლს სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში.
ჩვენი ერთგული მკითხველი La Clinique-ს კარგად იცნობს და ისიც იცის, რომ პირველი Skin-Bar ესთეტიკური ცენტრი, ქართულ ბაზარზე თავის მოვლისა და რელაქსაციის სტანდარტების ამაღლებას ემსახურება. La Clinique-ის ვაკისა და საბურთალოს ფილიალებში თავის მოვლის უმაღლესი ხარისხის პრემიუმ ბრენდები და ექსკლუზიური სერვისები დაგხვდებათ. სახის კანის და სხეულის მოვლა La Clinique-თან ერთად განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
La Clinique-ში იციან, რომ დღევანდელ სამყაროში დრო ყველაზე მეტად ფასობს. ესთეტიკური ცენტრიც სწორედ თანამედროვე ადამიანზეა მორგებული და მიზანიც მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვაა.
ყველა იმ პრემიუმ ბრენდის პროდუქციის შეძენა, რომლებსაც La Clinique ექსკლუზიურად ქართველ მომხმარებელს სთავაზობს, უკვე ონლაინ, მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
La Clinique-ს მიზანია ქართველ მომხმარებელს კანის მოვლის საერთაშორისო One-of-a-kind პროდუქტებზე ხელი ყოველთვის მიუწვდებოდეთ. ამიერიდან, ამ მიზნის შესრულებაში ონლაინ მაღაზია დაეხმარებათ, სადაც წარმოდგენილია პროდუქტები კანის მოვლის ისეთი წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა Gigi Cosmetics, Unicskin, Dermapen თუ Valmont.
წელიწადის ამ დროს, რომელ პროდუქციას ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას?
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, La Clinique მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდის Valmont პროდუქციის სასაჩუქრე ყუთებს განსაკუთრებულ ფასად სთავაზობს (3 პროდუქტი ერთის ფასად).
რომელია ყველაზე პოპულარული პროდუქტი თქვენი კატალოგიდან?
ჩვენი მრავალფეროვანი კატალოგის ბესტსელერი ნამდვილად UNICTECH-ის ნიღბებია. მსოფლიოს წამყვანი ესპანური ბრენდის, Unicskin-ის ოფიციალური წარმომადგენელი ჩვენი Skin-Bar გახლავთ. მათი პროდუქტები ყველა სეზონზე მოთხოვნადი და პოპულარულია. La Clinique-ში მომხმარებელს LED თერაპიის სერვისს ვთავაზობთ, რომლის დროსაც, სწორედ Unicskin-ის ნიღბებს ვიყენებთ. პროცედურა გარდა იმისა, რომ კანის გაახალგაზრდავებასა და ლაქების გაქრობას უწყობს ხელს, 100%-ით უსაფრთხო და არაინვაზიურია. ნიღბების შეძენა კი, უკვე ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი.
ასე რომ, ეწვიეთ La Clinique-ის ვებ-გვერდს და შეიძინეთ თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის თავის მოვლის საშუალებები სახლიდან გაუსვლელად.