სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
კურკუმა – ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური პროდუქტია. სწორედ ამიტომ, მისგან დამზადებულ საუზმეს გთავაზობთ.
ინგრედიენტები
• 400 მლ ქოქოსის რძე
• ½ ბანანი (წვრილად დაჭრილი)
• ½ მწვანე ვაშლი (გახეხილი)
• ½ ს/კ დაფქვილი ან ცოცხლად დაჭრილი ჯანჯაფილი
• 1 ს/კ დაფქვილი ან ცოცხლად დაჭრილი კურკუმა
• თაფლი
მომზადები წესი
ბლენდერში ქოქოსის რძე ჩაასხით. დაუმატეთ ბანანი, ვაშლი, ჯანჯაფილი და კურკუმა. ჩართეთ ბლენდერი და ათქვიფეთ, ვიდრე ერთიან მასას არ მიიღებთ. საუზმე ორ ჯამში გადაანაწილეთ და მოასხით თაფლი. მიირთვით გემრიელად და დღე ენერგიულად დაიწყეთ!