სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
კარტოფილი უნიკალური პროდუქტია, რომლისგანაც შეგიძლიათ მოამზადოთ, როგორც გარნირი, ასევე უგემრიელესი ძირითადი კერძი ან სულაც დესერტი. ჩვენ კი დღეს ერთ მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლითაც ახალბედა მზარეულებსაც შეგიძლიათ თავი მოიწონოთ.
ინგრედიენტები
• 4 დიდი კარტოფილი
• 100 გრამი ფქვილი
• 1 კვერცხი
• 100 გრამი ყველი (შებოლილი ან გემოვნების მიხედვით)
• 100 გრამი ლორი
• ერთი ნაჭერი გახუხული პური
• მარილი
მომზადების წესი:
კარტოფილი კარგად გაასუფთავეთ და გაფცქვენით. შეძლებისდაგვარად ერთ ზომაზე დაჭერით (ეს ხელს შეუწყობს მათ ერთდროულად მოხარშვას). კარტოფილი 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ. შემდეგ წყალი გადაუწურეთ, დაჭყლიტეთ და პიურედ აქციეთ. დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და კარგად ათქვიფეთ. მომზადებული ნარევი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ცხიმმოსმულ საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ და დაუმატეთ ლორი, გახეხილი ყველი, ხოლო პიურეს მეორე ნაწილი ზემოდან დაადეთ. მოაყარეთ გახუხული დაფშხვნილი პური და ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთი გამოაცხვეთ.
კერძი მზად არის და გემრიელად მიირთვით!