ჯეიკობ ელორდი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, თუმცა ბოლო წლებში ის კინოსამყაროს ნადმვილ აღმოჩენად იქცა. თითქოს არ არსებობს როლი, რომელსაც ელორდი ვერ მოირგებს.

გილერმო დელ ტოროს ახალ ეკრანიზაციაში Frankenstein ელორდი მონსტრის როლს ასრულებს. გრიმისა და პროთეზების მიუხედავად, ის ინარჩუნებს ეკრანულ დინამიკას და მაყურებელს იმ დონეზე ჩართავს, რომ ოსკარ აიზეკის გვერდით მისი თამაში ბუნებრივად თანაბარი ჩანს. გახსოვთ ალბათ თხუთმეტწუთიანი ოვაცია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე ჯეიკობ ელორდის Frankenstein-მა დაიმსახურა.

მსახიობი ავსტრალიაში გაიზარდა და თეატრის მსახიობი იყო. თინეიჯერობისას კი ჰოლივუდში, კინობედის საძიებლად გადავიდა. პოპულარობა ელორდის Netflix-ის რომანტიკულმა ფილმმა The Kissing Booth მოუტანა. სწორედ ამის შემდეგ მიიღო ნეიტ ჯეიკობსის როლი Euphoria-ში, სადაც შეძლო მორალურად წინააღმდეგობრივი პერსონაჟის სიღრმის ჩვენება და კრიტიკოსების ყურადღებაც მიიპყრო.

შემდეგ წლებში ჯეიკობ ელორდი ძირითადად მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, რომელთაც რთული და ფსიქოლოგიურად დატვირთული როლები აინტერესებთ. სოფია კოპოლას Priscilla-ში მან ელვის პრესლი შეასრულა, ხოლო ემერალდ ფენელის Saltburn-ში ფელიქსის როლი იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნამუშევარი.

ელორდის ფილმოგრაფია აჩვენებს, რომ მას არ აინტერესებს მხოლოდ კომერციული წარმატება. ის ირჩევს ისეთ რეჟისორებს, რომლებიც მის სამსახიობო შესაძლებლობებს ახალ მიმართულებებს აძლევენ. თავისუფალ დროს კითხულობს ფილოსოფიას და ძველი ჰოლივუდის მსახიობების ბიოგრაფიებს.

დელ ტოროსთან თანამშრომლობა ელორდის კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპია. Frankenstein-ის შემდეგ გამოვა Euphoria-ს ფინალური სეზონი, ემერალდ ფენელის ახალი ფილმი Wuthering Heights მარგო რობისთან ერთად, რიდლი სკოტის The Dog Stars მარგარეტ ქუალისთან და ლასლო ნემეშის Outer Dark, სადაც ელორდის პარტნიორი იქნება ლილი-როუზ დეპი.
საინტერესოა როგორ განვითარდება ამომავალი კინო-ვარსკვლავის გზა და როლებს უმზადებს მას ჰოლივუდი.