1970-იანი წლების დასაწყისში 20 წლის გოგონა, რომელიც მუსიკით იყო გატაცებული, დაუფიქრებლად ტოვებს პარიზს და ლონდონში ახალი გამოწვევებისთვის მიემგზავრება. სწორედ აქ იწყებს ახალი თავგადასავლების ძიებას. ბედი მას საკულტო ფოტოგრაფთან, დევიდ ბეილისთან შეხვედრას უმზადებდა. ბეილიმ მალევე შენიშნა ანიკის განუმეორებელი სილამაზე და ძალიან მალე ანიკის სახე Harper’s Bazaar-ის გარეკანზე გამოჩნდა. ასე დაიწყო მისი სამოდელო კარიერა, რომელიც ელვის სისწრაფით განვითარდა. როდესაც გახდა მოდელი, ანიკმა გადაწყვიტა ეცხოვრა საკუთარი ალტერ ეგოს ფსევდონიმით-Géraldine.
ახალგაზრდა ქალი სამოდელო კარიერაზე არ შეჩერდა და ის პარფიუმერიის სამყაროს ერთ-ერთ პიონერად იქცა. კაცებით დომინირებულ სფეროში ანიკმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა და მალევე შექმნა პარფიუმერიის სახლი „Annick Goutal“. ანიკმა პარფიუმერიის ტრადიციული ჩარჩოები დაარღვია და ახალ, უნიკალურ არომატებს ჩაუყარა საფუძველი.
Goutal-ის თითოეული სურნელი ემოციებისა და გრძნობების გამოხატულებაა. ბრენდი დაარსების დღიდან ცდილობს შექმნას სურნელოვანი მოგონებები, ემოციები, ოცნებები და ყველაფერი ეს წარმოაჩინოს განსაკუთრებული არომატის სახით.
Goutal-ის ახალი კოლექციის შთაგონებად თავად ანიკი იქცა, რომელიც მის გამბედაობასა და ცხოვრების სტილს ასახავს. სწორედ, 1970-იან წლების პერიოდმა შთააგონა Les Parfums de Géraldine კოლექციაში 4 საკულტო არომატი შეექმნა.
FOLIE D’UN SOIR
ყველაფერი იწყება ანიკის სპონტანური გადაწყვეტილებიდან, გაემგზავროს ლონდონში. სურნელი იმ გადამწყვეტ მომენტს აღბეჭდავს, როდესაც იგი საკუთარი მისწრაფებისათვის ტოვებს ყველაფერს და იწყებს ახალ ცხოვრებას.
Étoile d'une Nuit - სუნამო, რომლის სახელიც ფრანგულიდან ითარგმნება როგორც «ღამის ვარსკვლავი». მოგვაგონებს ფრაგმენტს ანიკ გუტალის, იგივე Géraldine-ს ცხოვრებიდან, სადაც თავისი დახვეწილობით ჩვეულებრივ მომენტსაც ხიბლს მატებდა.
თბილისი მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც დღის ცხელ საათებში თავშესაფარს იპოვით, ხოლო საღამოს, ღია სივრცეში, გემრიელი კერძებისა და მუსიკის თანხლებით დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ტერასები, ეზოები და სიმწვანეში ჩაფლული კაფე-რესტორნები ნამდვილად არ აკლია ჩვენს ქალაქს. The Diary-ს რედაქციამ სწორედ ასეთი 12 ადგილი შეარჩია თქვენთვის.
საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მასშტაბური კანონმდებლობა მიიღო სწრაფი მოდის წინააღმდეგ. ახალი კანონი ითვალისწინებს გადასახადებს და კრძალავს სწრაფი მოდის ბრენდების პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებსა თუ მედია პლატფორმებზე.
რა ჯობია ცხელი ზაფხულის დღეს ცივ, ნატურალურ ლიმონათს? დღეს, The Diary გთავაზობთ გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც თქვენი ზაფხულის მენიუს გაახალისებს.