
მოდის სტრატეგიული კომუნიკაცია
28 ოქტომბერი - 12 დეკემბერი
პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართულობას მოდის ბრენდის სტრატეგიულ კომუნიკაციასა და პოზიციონირებაში. კურსის ფარგლებში შეისწავლით, როგორ იქმნება და ვითარდება ბრენდის კომუნიკაცია სხვადასხვა პლატფორმასა და სივრცეში, როგორ იგეგმება ფოტო და ვიდეო კამპანიები, როგორ მუშავდება სოციალური მედიის სტრატეგია და როგორ გამოიყენება საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე ინსტრუმენტები გლობალურ ბაზარზე წარმატებისთვის.
რას ვისწავლი?
– მოდის ბრენდის სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი მიდგომები
– სოციალური მედიის სტრატეგიების დაგეგმვა და მართვა
– ფოტო და ვიდეო კამპანიების შექმნა
– საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკული ინსტრუმენტები
ვინ ასწავლის?
სწავლებას წარუძღვებიან მოდის კომუნიკაციისა და PR-ის სპეციალისტები, მარკეტინგის ექსპერტები და ბრენდების წარმომადგენლები. მონაწილეებს ელით მასტერკლასები და პირდაპირი გამოცდილების გაზიარება სფეროს ლიდერებისგან.
ვინ ვიქნები?
კურსდამთავრებული შეძლებს შექმნას და განავითაროს მოდის ბრენდის სტრატეგიული კომუნიკაცია, დაგეგმოს ეფექტური კამპანიები და იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ სტაჟირების ან დასაქმების შესაძლებლობა პარტნიორ კომპანიებში.
რეგისტრაციისთვის დააკლიკეთ აქ: Register Now