Victoria’s Secret-ის ანგელოზი დედები
Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუში მონაწილეობდნენ მოდელები, რომლებიც სამოდელო კარიერას დედობას უთავსებენ.
დაკოტა ჯონსონი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილში, Madison Square Garden-ში შავი კაბით მივიდა, რომელიც Valentino-ს 2026 წლის Pre-Fall კოლექციიდანაა. მსახიობამ კაბას ამავე ბრენდის ბანტიანი მიულები და ჩანთა შეუხამა.

სვიფტისა და ჯონსონის მეგობრობა ათ წელზე მეტს ითვლის. წელს სვიფტმა მათ ურთიერთობაზე იშვიათი საჯარო კომენტარი გააკეთა, როდესაც ჯონსონის TIME100-ის პროფილი დაწერა და მსახიობს გულწრფელი, ემპათიური, ცნობისმოყვარე და პატიოსანი უწოდა. შესაბამისად, დაკოტა ქორწილში მხოლოდ ცნობილი სტუმრის სტატუსით არ ყოფილა, ამ ორს დიდი ხნის მეგობრა აკავშირებთ.
