RALPH LAUREN-ის 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია
Ralph Lauren-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ამერიკული კლასიკა, რომანტიკული საღამოს სამოსი და ჯინსი გააერთიანა.
ნუცა სურგულაძე ახალგაზრდა მზარეული ევროპული გამოცდილებით მასტერშეფის მეორე სეზონის გამარჯვებულია. ცივი ზამთრის დღეების დასატკბობად ნუცა ცხელი შოკოლადის რეცეპტს გვთავაზობს.
ინგრედიენტები:
• 150 გრ შავი შოკოლადი
• 300 მლ რძე
• 200 მლ ნაღები
• 2 კოვზი შაქარი
• 3 კოვზი კაკაო
• მერშმელოუ
მომზადების წესი
ქვაბი დავდგათ საშუალო ცეცხლზე, შემდეგ გადავიტანოთ კაკაო და შაქარი, კარგად ავურიოთ, დავუმატოთ რძე და ნაღები და დაველოდოთ სანამ ადუღდება. რის შემდეგაც დავამატოთ შოკოლადი და დაველოდოთ მის გადნობას. დაახლოებით 2-3 წუთში მასა მზად არის. ჩამოასხით იგი ლამაზ ჭიქებში, დაუმატეთ დარიჩინის ჩხირები, რაც დელიკატურ გემოს შემატებს და მორთეთ მარშმელოუებით. გემრიელად მიირთვით!