ჯეიკობ ელორდი: ჯენზის მეფე
Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, მაგრამ დღეს ჯეიკობ ელორდი უკვე იმ მსახიობთა რიგშია, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის მიმართულებას განსაზღვრავს.
 
                
                
            ბრიტანულმა ბრენდმა COS გაზაფხული/ზაფხული 2025-ის კოლექცია ათენში, ისტორიულ Dionyssomarble-ის კარიერში წარადგინა — სივრცეში, რომლის მარმარილოც პართენონისა და ერექთეონის მშენებლობისთვისაც გამოიყენებოდა. კოლექცია თავად ქალაქითა და სკულპტურული ფორმებით არის შთაგონებული.
ათენი COS-ის SS 2025 წლის კოლექციის მთავარია გმირია. ქალაქი, სადაც ანტიკური არქიტექტურა თანამედროვეობას ერწყმის, კოლექციის თითოეული დეტალის ინსპირაციად იქცა.
|  |  | 
მოდელები რკინის კიბიდან ეშვებოდნენ და გრანდიოზულ მარმარილოს სივრცეში მოძრაობდნენ.

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ჩვენების სტუმრებიც, მათ შორის COS-ის ახალი კამპანიის სახე და ფილმ The Brutalist-ის გმირი, ადრიენ ბროუდი. მსახიობს გვერდს ბრენდის მეგობრები: ჯემა ჩანი, ჯოდი ტერნერ-სმიტი და შერონ სტოუნი უმშვენებდნენ.

კოლექცია თანამედროვე არქიტექტურისა და ბერძნული თარგების დახვეწილი ერთობაა. ჰაეროვანი ქსოვილები, თანამედროვე და დახვეწილი სილუეტები, ბუნებრივი, რბილი პალიტრით: მუქი ყავისფერი, კრემისფერი, პასტელური ვარდისფერი და ფერმკრთალი თეთრი.


COS-ის კოლექციაში გამორჩეული ადგილი უკავია მარმარილოს ინსპირირებულ პრინტს — სინამდვილეში ყვავილების კვირტებით შექმნილი ილუზია. დიზაინერებმა ობიექტივზე მიკრული ნაზი ყვავილებით მარმარილოს ვიზუალი ახალი ინტერპრეტაციით წარადგინეს — ათენის მარმარილოს კარიერის მსგავსად, ხიდი წარსულსა და მომავალს შორის.

COS-ის ჩვენებამ დაამტკიცა, რომ მოდას შთაბეჭდილების მოსახდენად არ სჭირდება პროვოკაციული ვიზუალი. საკმარისია ფორმა, სიღრმე და გარემო.
|  |  | 
Courtesy: COS