RALPH LAUREN-ის 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია
Ralph Lauren-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ამერიკული კლასიკა, რომანტიკული საღამოს სამოსი და ჯინსი გააერთიანა.
ცხოვრების სწრაფი რიტმი ხშირად გვაიძულებს არჩევანი კომფორტსა და ელეგანტურობას შორის გავაკეთოთ. თუმცა ქართულ ბაზარზე გამოჩდნენ ადგილობრივი ბრენდები, რომლებიც ამ დილემას ერთი დიზაინით აგვარებენ. ერთ-ერთი მათგანია Clothesio, რომელიც დილის საქმეებისთვის, შეხვედრებისთვის და მნიშვნელოვანი საღამოებისთვის თანაბრად შესაფერის სამოსს ქმნის.
Clothesio მინიმალისტურ ესთეტიკაზეა დაფუძნებული. ნეიტრალური ფერები და კლასიკური ფორმები ბრენდის მთავარი მახასიათებლებია. პიჯაკები და შარვლები ისეა შექმნილი, რომ დღის განმავლობაში მოძრაობა მაქსიმალურად კომფორტული გახდეს, ხოლო საღამოს კაბები ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ეფექტური სილუეტებით, ბუნებრივად აქცევს ქალს ყურადღების ცენტრში.
Clothesio-ს მისიაა ისეთი ლუქის შექმნა, რომელიც თითქოს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა მიღწეული. ეს მიდგომა განსაკუთრებით იგრძნობა საღამოს კაბების ხაზში. ბრენდს სურს, ქართულ ბაზარზე ხარისხისა და თანამედროვე ხედვის ახალი ბალანსი დაამკვიდროს. ამასთან, Clothesio გეგმავს საერთაშორისო თანამშრომლობების გაღრმავებას, ციფრულ დიზაინზე დაფუძნებული კოლექციების შექმნას და ხაზის გაფართოებას. საბოლოოდ კი, სურს იქცეს სამოსის ისეთ ბრენდად, რომელსაც ქალი მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში კი არა, არამედ ყოველდღიურად სიამოვნებით ატარებს.