ჯეიკობ ელორდი: ჯენზის მეფე
Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, მაგრამ დღეს ჯეიკობ ელორდი უკვე იმ მსახიობთა რიგშია, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის მიმართულებას განსაზღვრავს.
 
                
                
            საიდუმლო წითელი ტუჩსაცხის ელფერში იმალება! მეწამული ტუჩი მაკიაჟის მთავარი ელემენტია, რომელიც აგერ უკვე ათწლეულებია, აქტუალობას არც ერთ ეპოქაში არ კარგავს. მხოლოდ წითელი ტუჩსაცხის ჭეშმარიტ მოყვარულს შეუძლია ალისფერის, აგურისა და ნამდვილი წითელის ერთმანეთისგან განსხვავება. მათ ასევე კარგად იციან, რომ ეს ის საკულტო ფერებია, რომლებიც ქალის ჩანთაში ყოველთვის უნდა მოიპოვებოდეს.
გამოცდილი "წითელტუჩა" ხართ, თუ ჯერ კიდევ თქვენი ელფერის მაძიებელი ბაუბედავი, გირჩევთ მაკიაჟში საბოლოო შტრიხების შეტანისას ჩვენს სიას გადახედოთ. 10 საუკეთესო ელფერს შორის ისეთი ლეგენდარული ტუჩსაცხები გავაერთიანეთ, როგორებიცაა: Dior's-ის 999, MAC-ის Ruby Woo და NARS-ის Dragon Girl (ამბობენ, რომ ეს ორი უკანასკნელი ტეილორ სვიფტის რჩეული ტუჩსაცხებია).
 
Dior Rouge Dior Lipstick in 999
 
Chanel Luminous Intense Lip Colour
 
MAC Cosmetics Matte Lipstick in Ruby Woo
 
YSL Rouge Pur Couture Lipstick in 1966 Rouge Libre
 
Fenty Beauty Stunna Lip Paint Longwear Fluid Lip Color in Uncensored
 
Gucci Rouge à Lèvres Mat Matte Lipstick in Goldie Red
 
Pat McGrath Labs MatteTrance Lipstick in Obsessed!
 
NARS Velvet Matte Lip Pencil in Dragon Girl
 
Beauty Bakerie Matte Lip Whip in Bowl Of Cherries
 
Hermès Rouge Hermès Satin Lipstick in 64 Rouge Casaque