როგორ იქცა 2500 ლარიანი შლაპუნა სტატუსის სიმბოლოდ
როგორ იქცა The Row-ს Dune შლაპუნა სეზონის ყველაზე მოთხოვნილ მოდელად და რა გზით გახდა უბრალო საზაფხულო ფეხსაცმელი ფარული ფუფუნების სიმბოლო.
კანის მოვლის სამყაროს თავისი რჩეულები ჰყავს, თქვენ შესაძლოა არაერთი ჯადოსნური პროდუქტიც შესახებ გსმენიათ, რომლებიც თქვენი სახის კანის გასხივოსნებას, გაახალგაზრდავებას და გალამაზებას უწყობენ ხელს, თუმცა არაფერი შეედრება C ვიტამინს, რომლის შესახებაც დღეს უნდა ვისაუბროთ.
La Roche Posay ვიტამინ C შრატი
რა არის C ვიტამინი?
C ვიტამინი ჩვენი ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით სახის კანისთვის, ერთ-ერთი აუცილებელი ნივთიერებაა, რომლის გამომუშავებაც ჩვენს სხეულს დამოუკიდებლად, სამწუხაროდ, არ შეუძლია. ძლიერი ანტიოქსიდანტი ბუნებრივად გვხვდება ხილსა და ბოსტნეულში, მათი ხელოვნური წარმოება კი სახის მოვლის საშუალებებში: დამატენიანებელ საცხებში, ტონერებსა და ყველაზე ხშირად შრატებშია გავრცელებული.
Elizabeth Arden - ელიზაბეტ არდენი შრატი კერამიდებით ვიტამინი C
ყველაზე პოპულარული ანტიოქსიდანტი იცავს კანს მზის მავნე გამოსხივებისგან, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, აქრობს შავ ლაქებს და ანიჭებს ჩვენს კანს ბუნებრივ ბზინვარებას - რა შეიძლება ვინატროთ მასზე უკეთესი?
Esthederm - ესტედერმი INTENSIVE VITAMINE C სახის კრემი
როდის გამოვიყენოთ C ვიტამინი?
ერთ-ერთი სადავო საკითხო C ვიტამინის შესახებ სწორედ ეს შეკითხვა გახლავთ, კანის მოვლის სპეციალისტთა ნაწილი C ვიტამინის დილის რუტინაში გამოყენებას უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი ღამის რუტინაში. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა როდის გამოიყენებთ C ვიტამინით გაჯერებულ პროდუქტებს (რადგან შეცდომას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებთ), დილის თუ ღამის რუტინაში, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ ის, რომ მისი გამოყენება ბენზოილის პეროქსიდთან ერთად არ არის მიზანშეწონილი, ხოლო დღის რუტინაში C ვიტამინთან ერთად აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი.
Missha - მისშა VITA C ნაკრები
როდიდან დავიწყოთ C ვიტამინის გამოყენება?
გამომდინარე იქიდან, რომ C ვიტამინს ჩვენი სხეული ბუნებრივად ვერ გამოიმუშავებს, ის კი ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ვიტამინებით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას ადრეული ასაკიდანვე ვიწყებთ. როდესაც საქმე სახის კანის მოვლაში C ვიტამინის პროდუქტის ინტეგრირებას ეხება, სპეციალისტები მის გამოყენებას ადრეულ 20-იანი წლებიდან გვირჩევენ.
MISSHA - მისშა სახის კრემი ლაქების საწინააღმდეგო VITA C
დღეს C ვიტამინის შემცველობით შრატების, ამპულების, საცხების თუ სხვა საშუალებების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ხელმისაწვდომი.
SVR - ესვიერი ვიტამინ C შრატი
SVR - ესვიერი სახის კრემი ვიტამინი C BIOTIC