ნიშური პარფიუმერიის გერმანულმა სახლმა ბროწეულისფერს ახალი განზომილება შესძინა და სუნამოების მოყვარულებს სერგო ფარაჯანოვის კინემატოგრაფიული შედევრის, ,,ბროწეულის ფერის“, ინსპირაციით შექმნილ სურნელს სთავაზობს.
Moth and Rabbit 2016 წელს, Elke Filpes-მა და Christian Choi-მ ბერლინში დააარსეს. ბრენდის ტექნოლოგია გერმანული დახვეწილობისა და ფრანგული ელეგანტურობის ნაზავს წარმოადგენს. კომპანიის ფილოსოფია კი უნიკალური სუნამოს შექმნას, ინდუსტრიაში დადგენილი საზღვრების გარღვევასა და სტერეოტიპების დამსხვრევას წარმოადგენს.
ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყნოსვით აღიდგენენ წარსულის მოვლენებს. Moth and Rabbit-ის ფილოსოფიაც ასეთია - ბრენდს სურს, რომ სუნამომ ხალხში მათი საყვარელი ხელოვანის ფილმის ნახვისას განცდილი შთაბეჭდილებები აღადგინოს და არომატის ყოველი შეგრძნებისას იმ დროს განცდილი ემოცია განაახლოს.
,,ბროწეულის ფერი“ მთლიანად ფარაჯანოვის ამავე სახელწოდების ფილმის მოტივებზე შეიქმნა.
სუნამოს მთავარი ნოტებია ბროწეული, მოცხარი და ციტრუსი. მთლიანობაში არომატული პროდუქტი აღმოსავლური სურნელებით გამოირჩევა. სურნელის შექმნასა და ფორმირებაზე, 25 წლიანი გამოცდილების მქონე ბრიტანელმა პარფიუმერმა, მარკ ბაქსტონმა იზრუნა.
ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით შექმნილი ფილმი სომხური და სპარსული კულტურის მოტივების ნაზავია. სოციალური რეალიზმის ჟანრის ეს ქმნილება დღემდე არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა, თუმცა ფილმის სურნელის გაცოცხლების მცდელობა აქამდე არ ყოფილა. ფარაჯანოვის შემოქმედების სრულიად ახალ განზომილებაში გადატანის იდეა ცალსახად ინოვაციურია და პარფიუმერიის თაყვანისმცემლებთან ერთად, არც კინემატოგრაფიის მოყვარულებს დატოვებს გულგრილს.
იტალიური ფილერების ხაზი Stylema იმ იშვიათ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც საქართველოში MDR სერტიფიკატით გამოიყენება. იგი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. Stylema-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „სკინოთეკა“.
2025 წლის Met Gala-ზე შავკანიანთა მოდის ისტორიისა და თანამედროვე სტილის სინთეზურ აფეთქებას მოველით. დრესკოდი Tailored for You კონცეფციაა. მასპინძლები კი, ანა ვინტურთან ერთად კოლმენ დომინგო, ლუის ჰამილტონი, A$AP Rocky და ფარელ უილიამსი არიან.
პედრო პასკალი სტილის ახალ სიმბოლოდ იქცა — თამამი არჩევანითა და უნიკალური ვიზუალური ხელწერით მსახიობმა თანამედროვე მოდაში საკუთარი სახელი დაამკვიდრა. მსოფლიოს ახალი Fashion Daddy ჰყავს!