სოფი ლორენის იტალიური თავშესაფარი
როცა სოფი ლორენი მსოფლიო დიდების მწვერვალებს იპყრობდა, კარლო პონტიმ მას იტალიის სიმწვანეში ჩაფლული ზღაპრული ვილა აჩუქა — ადგილი, რომელიც სიყვარულისა და სიმშვიდის სიმბოლოდ იქცა.
ბოლო პერიოდში 61 წლის ბრედ პიტი ნიუ-იორკის ქუჩებში სრულიად ახალი იმიჯით ჩნდება. ჰოლივუდის მსახიობის ცხოვრებაში არაერთი სიახლეა: 16 ივნისს ფილმ F1-ის პრემიერა შედგა, რომელსაც ფორმულა 1-ის მრბოლელებიც დაესწრნენ. ბრედ პიტი კი Radio City Music Hall-ში ინეს დე რამონთან ერთად გამოჩნდა.
სწორედ 32 წლის ინეს დე რამონთან ერთად ჩნდება ბრედი ექსპერიმენტული ლუქებით.
ინეს დე რამონი სამკაულების ცნობილი ბრენდის Anita Ko ვიცე-პრეზიდენტია. ინეს დე რამონი სამკაულების ცნობილი ბრენდის Anita Ko ვიცე-პრეზიდენტია. მის სამკაულებს ატარებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან მიშელ ობამა და შარლიზ ტერონი.
წყვილი ნიუ-იორკში, რესტორან Cote Korean Steakhouse-ში, ჯიჯი ჰადიდთან და ბრედლი კუპერთან ერთად ვახშამზე დააფიქსირეს. ინესმა საღამოსთვის მოკლე, სადა კაბა აირჩია, ბრედ პიტი კი იტალიელი დიზაინერის Magliano აბრეშუმის პერანგითა და შარვლით გამოჩნდა.
რამდენიმე დღის შემდეგ მსახიობის სხვა ფოტოები გავრცელდა, სადაც მას workwear-ის სტილის ხაკისფერი მაისური და ე.წ. პარაშუტის შარვალი აცვია. მოგვიანებით კი The Tonight Show-სთვის მან სრულად Tie-dye ლუქი მოირგო.
ბრედ პიტის სტილის გარდაქმნაზე უკვე ყველა საუბრობს. ზოგი ამას 29 წლით უმცროსი შეყვარებულის გავლენას მიაწერს, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს, რომ თანამედროვე მოდაში მამაკაცები გაცილებით თამამად და თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ სტილს — ეს ტენდენცია თვალსაჩინოდ ვლინდება როგორც პოდიუმზე, ისე ქუჩის მოდაშიც.
პაპარაცებმა პიტი ვილი ჩავარიას 2025–2026 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ხავერდის ლურჯ ქურთუკში, ოვერსაიზ შარვლითა და კვადრატულცხვირიანი ფეხსაცმლითაც დააფიქსირეს. მოგვიანებით კი Courrèges-ის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სვიტერში გამოწყობილს გადაუღეს ფოტოები. მსახიობი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასაკი (მიუხედავად იმისა, რამდენად კლიშედაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა) მართლაც მხოლოდ ციფრებია და ექსპერიმენტებისთვის არასდროს არის გვიან.
![]() |
|