გუსტავ კლიმტის ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი 236.4 მილიონ დოლარად გაიყიდა
გუსტავ კლიმტის ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი Sotheby’s აუქციონზე 236.4 მილიონ დოლარად გაიყიდა და თანამედროვე ხელოვნების ბაზრის ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
The Diary-ის რედაქცია ახალი თაობის მოდელ კიწი წაბრიას გაგაცნობთ. კიწი მოდის სამყაროში ახალი ენერგიით, ბუნებრივი სილამაზითა და სტილით გამოირჩევა. 15 წლის მოდელს ქართული სააგენტო Look Models Management წარმოადგენს.
სააგენტოს დამფუძნებლისა და მოდელის, ნინო ცქიტიშვილის მხარდაჭერამ სრულიად შეცვალა ჩემი გზა მოდაში.

კიწი, როდის გაგიჩნდათ მოდისადმი ინტერესი?
კიწი: მოდა ბავშვობიდან მიზიდავდა. ყოველთვის მიყვარდა კამერის წინ დგომა და სხვადასხვა სტილის სამოსის მორგება. დაახლოებით 12–13 წლის ასაკში პირველად მოვხვდი მოდის კვირეულის ჩვენებასა და კულისებში. მაშინ გავიაზრე, რომ ეს სფერო პროფესიულად მინდოდა მეცადა და პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენე.

რომელი პროექტია ამ ეტაპზე ყველაზე საამაყო?
კიწი: ამჟამად ყველაზე საამაყოდ მიმაჩნია ჩემი მონაწილეობა ბათუმსა და თბილისში, თეო თავდგირიძის, LIMA-ს, Comode-ისა და Allie-ს ბრენდების ჩვენებებში. ასევე მქონია არაერთი ფოტოსესია. მომავალში კი ძალიან მინდა Vogue-ის გარეკანსა და დიდი მოდის სახლების პოდიუმზე მოხვედრა.

არის თუ არა დიზაინერი ან ბრენდი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა თქვენზე?
კიწი: განსაკუთრებით მომწონს Schiaparelli. მათი სტილი უნიკალური, დახვეწილი და ელეგანტურია, ხოლო მათი შექმნილი თითოეული კოსტიუმი ისტორიის მატარებელი. ასევე ძალიან მიყვარს Dior, თავისი ელეგანტური, თამამი და ეფექტური ესთეტიკით.

გაქვთ საოცნებო მოდის სახლი, რომელთან თანამშრომლობაც გინდათ?
კიწი: დიახ, მაგალითად Gucci, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა. ყოველთვის მიხარია ქართველი დიზაინერების წარმატება და დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან. ასევე ძალიან მინდა Victoria’s Secret-ის შოუზე მოხვედრა და მჯერა, რომ ეს დღეც დადგება.
რას გვეტყვით უახლოეს გეგმებზე?
კიწი: ახლა პორტფოლიოს განახლებაზე ვმუშაობ და კიდევ ერთ, უფრო არტისტულ და განსხვავებულ ფოტოსესიას ვგეგმავ. როცა 16 წლის გავხდები, საერთაშორისო კასტინგებში მონაწილეობის მიღება მსურს.