YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია
DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, როგორ შეხვდეთ ამ ჯადოსნურ ღამეს, გირჩევთ, ჩვენს რჩეულ, ლოკალურ სასტუმროებს გადაავლოთ თვალი. ახალი წლის ღამეს არა, 2 იანვარს მოგზაურობას მაინც დაიბედებთ. რა იცით, 2021-ში რა ხდება?!
The Diary იმ ადგილებს წარმოგიდგენთ, სადაც 2021 წლის პირველი ღამე ყველაზე ჯადოსნური და დაუვიწყარი იქნება.
კახეთის ერთ-ერთი კოლორიტული ადგილი გამორჩეული სტუმართმოყვარეობით, განსაკუთრებული ატმოსფეროთი და მასპინძლებითაა განთქმული. შატო მერეს ტერიტორიიდან კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება. სასტუმროს ძველებური, მეფური ინტერიერი, ასეთივე სამზარეულო და გამორჩეული ღვინო კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. თუ ჰარმონიას ასეთ მცირე დეტალებში ეძებთ, მაშინ თქვენთვის ნამდვილ სამოთხეში გადაგამისამართებთ.
2021 წლის შესახვედრად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი თელავის მახლობლად, სოფელ ვარდისუბანთან მდებარე „შატო მერე“ გახლავთ, რომელიც საახალწლოდ ჩასულ სტუმრებს აგიზგიზებულ ბუხარს, უგემრიელეს კერძებსა და უთბილეს გარემოს დაახვედრებს.
ლოპოტას ტბის პირას დასვენება განტვირთვისა და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. კავკასიის მთებით გარშემორტყმული რეკრეაციული ზონა პატარა სამოთხეა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ახალი წლის დღეებში საკუთარ თავს მხოლოდ დადებითი ემოციები და უსაზღვრო სიამოვნება უსახსოვროთ.
ლოპოტას ტერიტორიაზე საშობაო სოფელიც დაგხვდებათ აგიზგიზებული გარე ბუხრებით, არომატული გლინტვეინით, კახური ჭაჭით, გემრიელი წასახემსებლებით და ჯადოსნური საახალწლო განწყობით.
ზამთარში ყაზბეგი ჩრდილოეთის ქალაქებივით თოვლით გადაიპენტება და სტუმრებს მონატრებული თოვლისა და ზამთრის ატმოსფეროს უქმნის. წელს, სასტუმროები განსაკუთრებულ პროგრამებს ვერ გვთავაზობენ, თუმცა, სადღესასწაულო გარემო, დახვეწილი კერძები, პოზიტიურად დამუხტული პერსონალი და საყავრელი ადამიანი(ები) 2021 წლის პირველ წუთებს დაუვიწყარს გახდიან.
2021-ის დილაც გამორჩეული იქნება, რის გარანტიასაც Rooms Hotel-დან გერგეთის სამებაზე და მყინვარწვერზე გადაშლილი ხედები იძლევა.
სასტუმრო „მწერლები“ წიწვოვანი ტყის ძირშია გაშლილი და სასუნთქი სისტემის ნამდვილ კლიმატოთერაპიას წარმოადგენს, რასაც შავი ზღვის თბილი და ნოტიო ჰაერის მასების მთის ჰავასთან შერწყმით მიღებული ჟანგბადის მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს. სასტუმრო კომპლექსი არამხოლოდ ადგილმდებარეობით, არამედ საინტერესო ინტერიერითა და უგემრიელესი კერძებით გამოირჩევა.
თუ ახალი წლის აღნიშვნას „მწერლებში“ გადაწყვეტთ, ნამდვილად არ მოიწყენთ. ულამაზესი ხედების, სტუმრებზე მორგებული ინფრასტრუქტურისა და გასართობი სივრცეების კომბინაცია ყოველთვის მომგებიანია.
გოლფის, ფეხბურთის, ჯირითისა თუ ჩოგბურთის მოყვარულებს, სასტუმრო-კომპლექსი "კაჭრეთის ამბასადორი" გამორჩეულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროს ოთახების ინტერიერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, სადაც კომფორტისათვის ყველა აუცილებელი კომპონენტია გათვალისწინებული. რესტორანში სტუმრებს ქართული გარემო, შერეული სამზარეულო და ღვინოების დიდი ასორტიმენტი დახვდებათ.
სასტუმროს მთელი ტერიტორია საახალწლო დეკორაციებითაა მორთული, რაც კიდევ უფრო ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის. ამიტომ, გირჩევთ საყვარელ ადამიანთან, ან თუნდაც ოჯახთან ერთად ეს სიამოვნება აუცილებლად გამოსცადოთ.
ღვინის რეგიონში, კერძოდ კი წინანდალში მდებარე სასტუმროს, არქიტექტურასთან ერთად უნიკალური მდებარეობა გამოარჩევს - ჭავჭავაძეების ისტორიული მამული. წინანდალის რედისონში თავს უამრავი აქტივობით შეიქცევთ. შეგიძლიათ ღვინის ტური მოიწყოთ, ან ჭავჭავაძეების ულამაზის ბაღით დატკბეთ. იქვე ნატვრის ხესაც ესტუმროთ და საახალწლო სურვილიც ჩაიფიქროთ.
წინანდალის რედისონში უგემრიელეს კერძებთან ერთად ზამთრის must drink სასმელს - ცხელ გლინტვეინს მოგართმევენ. ღამის 12 საათზე კი კახეთს ცას ფოიერვერკი გაანათებს.