შურისმაძიებლები დიდ ეკრანებზე ბრუნდებიან! მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, კვლავ იხილოს საყვარელი მსახიობები ნაცნობ როლებში. კრის ჰემსვორთი თორის როლს მოირგებს, ენტონი მაკი კაპიტანი ამერიკის როლში, ხოლო სებასტიან სტენი ბაკი ბარნსის როლში გამოჩნდება, პოლ რადი, ტომ ჰიდლსტონი და ლეტიცია რაიტი კი თავიანთ პერსონაჟებს დაუბრუნდებიან.
კრის ჰემსვორთი, ვანესა კირბი, ენტონი მაკი, სებასტიან სტენი
ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შურისმაძიებლები თანოსის დასამარცხებლად შეიკრიბნენ Endgame-ში. ამ ფილმში ჩვენს რამდენიმე საყვარელ პერსონაჟს დავემშვიდობეთ, მათ შორის რკინის კაცს. თუმცა, რობერტ დაუნი უმცროსი ახალი როლით გვიბრუნდება და ამჯერად, ბოროტმოქმედის, დოქტორ დუმის ამპლუაში ვიხილავთ მას.
რობერტ დაუნი უმცროსი შურისმაძიებლების ახალ ფილმში მთავარი ბოროტმოქმედობისთვის ემზადებაასევე ვიხილავთ Danny Ramirez the Falcon-ის და Winston Duke M’Baku-ს როლში
ფილმში ასევე გამოჩნდებიან იქს-ადამიანების ვარსკვლავები: პატრიკ სტიუარტი პროფესორ ჩარლზ ქსავიეს როლში დაბრუნდება, ჩენინგ ტატუმი კი კვლავ გამბიტის როლს შეასრულებს.
იენ მაკ-კელენი და პატრიკ სტიუარტი. წყარო: 20thCentFox/ Everett Collection
პერსონაჟების გარდა ეს ფილმი ჯო და ენტონი რუსოების დაბრუნებასაც აღნიშნავს. ძმებმა Marvel-ის განსაკუთრებული ფილმები „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“, „სამოქალაქო ომი“ და „შურისმაძიებლების“ ბოლო ორი ნაწილი შექმნეს, „Avengers: Doomsday“-ს პრემიერა 2026 წლის 1-ელ მაისსაა ჩანიშნული.
თბილისი მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც დღის ცხელ საათებში თავშესაფარს იპოვით, ხოლო საღამოს, ღია სივრცეში, გემრიელი კერძებისა და მუსიკის თანხლებით დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ტერასები, ეზოები და სიმწვანეში ჩაფლული კაფე-რესტორნები ნამდვილად არ აკლია ჩვენს ქალაქს. The Diary-ს რედაქციამ სწორედ ასეთი 12 ადგილი შეარჩია თქვენთვის.
საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მასშტაბური კანონმდებლობა მიიღო სწრაფი მოდის წინააღმდეგ. ახალი კანონი ითვალისწინებს გადასახადებს და კრძალავს სწრაფი მოდის ბრენდების პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებსა თუ მედია პლატფორმებზე.
რა ჯობია ცხელი ზაფხულის დღეს ცივ, ნატურალურ ლიმონათს? დღეს, The Diary გთავაზობთ გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც თქვენი ზაფხულის მენიუს გაახალისებს.