BRIDAL COVER STORY: მარიამ დავითაძე ზაფხულის პატარძლის როლში
The Diary-ს Fashion ედიტორიალის მთავარი გმირი ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი, მარიამ დავითაძეა. მარიამი ერთი დღით ზაფხულის პატარძალი გახდა და Galogrea-ს ხუთი განსხვავებული ლუქი მოირგო.
თბილისში სილამაზის სალონების დიდი არჩევანია, თუმცა როდესაც ხარისხსა და პროფესიონალიზმს ვეძებთ, საბოლოო არჩევანს ყოველთვის იმ სალონზე ვაკეთებთ, რომელსაც გამოცდილება, მაღალი სტანდარტები და ინდივიდუალური მიდგომა გამოარჩევს. სწორედ ასეთ სივრცეს გვთავაზობს Art House, რომელიც უკვე 10 წელია სილამაზის ინდუსტრიაშია და დღეს სამ ფილიალს საბურთალოზე, ვაკესა და სოლოლაკში აერთიანებს.
The Diary-სთან Art House-ის სპეციალისტებმა სალონის სერვისებზე, საზაფხულო ტრენდებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
Art House მომხმარებლებს სილამაზის სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს, რაც საშუალებას იძლევა, ყველა საჭირო პროცედურა ერთ სივრცეში მივიღოთ.
„ჩვენს სალონში შესაძლებელია თმის შეჭრა, შეღებვა, ვარცხნილობის გაკეთება და თმის გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. ასევე, პროფესიონალური მაკიაჟი ყოველდღიური თუ განსაკუთრებული დღეებისთვის, მანიკიური და პედიკიური, ფრჩხილის დაგრძელება და გამაგრება, ხოლო სხეულის განტვირთვისთვის – სხვადასხვა ტიპის მასაჟი“.
ზაფხული ART HOUSE-ში
Art House-ის სპეციალისტების თქმით, ზაფხულის მთავარი ტრენდი ბუნებრიობა და კლასიკური ლუქია. თმის ტრენდებში ბრუნდება კარე, პიქსი, ლამატილდა და მულეტი, ფერთა პალიტრაში კი წამყვანად რჩება თბილი და ნეიტრალური ტონები. მაკიაჟში მსუბუქი დაფარვის ტონალური, პასტელური ელფერები და თვალისა და ტუჩის ნაზი ბზინვარებაა ტრენდული.
აქტუალობას ინარჩუნებს ბუნებრივად მოვლილი ფორმის წარბებიც. ფრჩხილების სტილში კი, ისევ დაბრუნდა მოკლე, ნახევრად მომრგვალებული ფორმა, ფერებში ნუდი და ღია ტონალობა დომინირებს, მათ შორის ლიმონისფერი, იისფერი და ცისფერი.
რჩევები ზაფხულისთვის: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა?
ზაფხულის მზე თმას განსაკუთრებულ ზიანს აყენებს. Art House-ის სპეციალისტები თმის ყოველდღიურ მოვლაში ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებას გვირჩევენ. ასევე, რეკომენდებულია, ფენის მინიმალური გამოყენება, რადგან თმის ძირების მსუბუქი გაშრობა და სიგრძის ბუნებრივად გაშრობა დაზიანებას ამცირებს. Art House-ში შეგიძლიათ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებაც, რომლებიც თმას ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.
Art House-ის მთავარი უპირატესობა ხარისხი და თითოეულ ადამიანთან გულწრფელი დამოკიდებულებაა. აქ ყოველი პროცედურა საშუალებაა, რომ მომხმარებელმა თავისი ინდივიდუალურობა შეინარჩუნოს და უფრო თამამად გამოხატოს იგი.
ახლო მომავალში დაგეგმილია Art House-ის სასწავლო აკადემიის გახსნაც, სადაც მსურველები პროფესიონალურ დონეზე შეისწავლიან თმის მოვლას, ქოლორისტიკას, ვიზაჟს, მანიკიურსა და პედიკიურს. ეს ინიციატივა ინდუსტრიის განვითარებასა და ახალი თაობის სპეციალისტების აღზრდას ისახავს მიზნად.