ჯეიკობ ელორდი: ჯენზის მეფე
Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, მაგრამ დღეს ჯეიკობ ელორდი უკვე იმ მსახიობთა რიგშია, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის მიმართულებას განსაზღვრავს.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ახალგაზრდა დიზაინერმა კარიერა მამაკაცის ტანსაცმლით დაიწყო და სწორედ აქედან იწყება არმანის გავლენის ეპოქაც. ჯორჯო არმანიმ ძველი სტანდარტები დაანგრია და მამაკაცის კოსტიუმს თავისუფალი სილუეტი შესძინა, რაც იმ დროისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. რიჩარდ გირის კოსტიუმი ფილმში „ამერიკელი ჟიგოლო“ სწორედ ამ გარდატეხის სიმბოლოდ იქცა.
ქალთა მოდაში არმანიმ კოსტიუმის კულტურა ახალ სარბიელზე გადაიტანა. მას აინტერესებდა ტანსაცმლის არქიტექტურა და ფორმის სიზუსტე. ტრადიციული, მამაკაცური ელემენტები ქალის გარდერობშიც შეჰქონდა, შედეგად კი ვხედავთ თავდაჯერებულ და დახვეწილს სილუეტებს.
![]() |
![]() |
| ლორენ ჰატონი | ტინა ჩოუ |
თავდაპირველად არმანი მედიცინას სწავლობდა, სწორედ ამიტომ სხეულის ანატომიის ცოდნა მის დიზაინში აშკარად აისახება. ტანსაცმელი მოძრაობას ერგება, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის წითელ ხალიჩაზე.

ჯოდი ფოსტერი, ქეით ბლანშეტი და რენე ზელვეგერი „ოსკარის“ სცენაზე სწორედ არმანის სამოსში გამოვიდნენ, როცა ოქროს ქანდაკებები მიიღეს.
![]() |
![]() |
| ქეით ბლანშეტი - ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის | რენე ზელვეგერი - ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის |
70 წლის ასაკში, უკვე მრავალწლიანი კარიერის შემდეგ, არმანიმ მაღალი მოდის სამყაროშიც გადადგა ნაბიჯი. 2005 წელს დიზაინერმა Armani Privé შექმნა, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე მალევე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
2025 წელს წარმოდგენილმა მე-40 კოლექციამ Armani Privé-ს ოცწლიანი ისტორია აღნიშნა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ რკინის დისციპლინას, რასაც თავად დიზაინერი საკუთარ წარმატებას უკავშირებდა.
ჯორჯო არმანი 2025 წლის 4 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი სახელი კი უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.