სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
ამალ ალამუდინმა და ჯორჯ კლუნიმ 2014 წელს იქორწინეს. ქორწინების შემდეგ წყვილმა პატარძლის სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში, მდინარე ტემზაზე მდებარე კერძო კუნძულზე 10 მილიონი ფუნტის სტერლინგის ღირებულების სახლი შეიძინა და აქ დაიდო ბუდე.
დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილში, დაბა Sonning Eye-ში მდებარე სახლი 9 საძინებლისგან შედგება და სულ რაღაც ერთ საათის სავალით არის დაშორებული ამალ ალამუდინის მშობლების სახლიდან. ალამუდინების ოჯახი აქ ლიბანიდან გადმოცხოვრდა, როდესაც ამალი 2 წლის იყო. Sonning Eye ცნობილია წითელი აგურის ისტორიული კოტეჯებითა და მამულებით, თუმცა კლუნების სახლი კირქვითაა აშენებული და ცალსახად გეორგიანული სტილის არქიტექტურულ ნაგებობებს განეკუთვნება.
XVII საუკუნეში აგებული სახლი 5,5 ჰექტარ მიწაზეა გადაჭიმული და მდინარე ტემზითაა გარშემორტყმული. სახლის შიდა სივრცე 11 000 კვ მეტრია. აქ არის უამრავი მისაღები ოთახი, კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასადილო ოთახი, სასაუზმე ოთახი და სამზარეულო, ღვინის მარანი, უამრავი სათავსო და რა თქმა უნდა ავტოფარეხი.
არც ისე დიდი ხანია, რაც ამ ყველაფერს შუშის სახლი და აუზი შეუერთდა - ერთგვარი კომპლექსი რომელიც მოიცავს 12 ადგილიანი კინოთეატრს, სპორტულ დარბაზს, სპასა და ორთქლის ოთახს, ასევე პერსონალის ოთახებს, მათ შორის საძინებლებს, ოფისსა და სამზარეულოს მათი პერსონალური იტალიელი მზარეულისთვის. ეს ყველაფერი კი, 18 მეტრიან გარე აუზს, ცხელ აბაზანებს, ტერასასა და ჩოგბურთის კორტებს უერთდება.