ალოე ვერა საუკუნეების განმავლობაში ბუნების სამკურნალო საიდუმლოდ ითვლებოდა. იგი გამოირჩევა დამამშვიდებელი, დამატენიანებელი და აღმდგენი თვისებებით. უძველესი ეგვიპტური სილამაზის რიტუალებიდან თანამედროვე ჯანსაღი ცხოვრების წესის რუტინებამდე, მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ აუცილებელი ინგრედიენტია როგორც კანის მოვლისთვის, ასევე საჭმლის მონელებისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის.
ჯანსაღი კანი
ალოე ვერას გელი შეიცავს ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებსა და ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს, რომლებიც ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ღრმად ატენიანებს. ასევე ალოე ვერას ნატურალური წვენი კანს ხდის მეტად ელასტიურს და იცავს დაბერებისაგან. გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ და მას მრავალი ბრენდი შრატებში, დამატენიანებელ კრემებსა თუ ნიღბებში იყენებს.
ალოე ვერა შეიცავს C და E ვიტამინებს, რომლებიც ებრძვიან სტრესს და აუმჯობესებენ იმუნურ სისტემას. მისი დამატენიანებელი ბუნება ხელს უწყობს სწორ დეტოქსიკაციას.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
კვლევებმა აჩვენა, რომ ალოე ვერას წვენის ზომიერი მიღება ხელს უწყობს ნაწლავების დამშვიდებას, შებერილობის შემცირებას და მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორად დამუშავებული ალოეს მიღება, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი გართულებები. გარდა ამისა, ალოეს წვენის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს თერაპევტთან.
ალოეში შემავალი ფერმენტები ასევე ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების აღდგენას სკალპზე და ქმნის შესანიშნავ გარემოს თმის ზრდისთვის. ის ბუნებრივად მატებს თმას მბზინვარებას. მუშაობს როგორც მსუბუქი დამამშვიდებელი კონდინციონერი თმის ტექსტურის გასაუმჯობესებლად და დასარბილებლად.
თმის მცენარეული შამპუნი ნიმის და ალოეს ექსტრაქტით
43 ₾
თბილისი მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც დღის ცხელ საათებში თავშესაფარს იპოვით, ხოლო საღამოს, ღია სივრცეში, გემრიელი კერძებისა და მუსიკის თანხლებით დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ტერასები, ეზოები და სიმწვანეში ჩაფლული კაფე-რესტორნები ნამდვილად არ აკლია ჩვენს ქალაქს. The Diary-ს რედაქციამ სწორედ ასეთი 12 ადგილი შეარჩია თქვენთვის.
საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მასშტაბური კანონმდებლობა მიიღო სწრაფი მოდის წინააღმდეგ. ახალი კანონი ითვალისწინებს გადასახადებს და კრძალავს სწრაფი მოდის ბრენდების პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებსა თუ მედია პლატფორმებზე.
რა ჯობია ცხელი ზაფხულის დღეს ცივ, ნატურალურ ლიმონათს? დღეს, The Diary გთავაზობთ გამაგრილებელი სასმელების რეცეპტებს, რომლებიც თქვენი ზაფხულის მენიუს გაახალისებს.