#კულინარია

საზაფხულო სალათების რეცეპტები

გაზიარება:

ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი კერძები ყოველთვის კარგი გამოსავალია. ასეთ დღეებში კი, სალათი ხშირად პირველი არჩევანია. თუ ტრადიციული რეცეპტებისგან განტვირთვა გსურთ, განსხვავებული სალათების რეცეპტები მოგიმზადეთ, რომლებიც იდეალურია როგორც მსუბუქი ლანჩისთვის, ისე საღამოს ვახშმად.

ნესვი და პროშუტო

ნესვის და პროშუტოს სალათა, საზაფხულო სალათა

ტკბილისა და მარილიანის კომბინაცია თუ გიყვართ, მაშინ ნესვის, პროშუტოსა და რუკოლას სალათის რეცეპტი ჩაიწერეთ. წვნიანი ნესვი და მარილიანი პროშუტო ერთმანეთს იდეალურად უხდება, ხოლო რუკოლა სიმსუბუქით აბალანსებს გემოებს.

ინგრედიენტები:

- ნესვი

- პროშუტო

- რუკოლა

- ჩერი პომიდორი

- ზეითუნის ზეთი

- ბალზამიკო

- მარილი

მუხუდო ფეტასთან ერთად

მუხუდო და ფეტას სალათს, მუხუდო, ფეტა, საზაფხულო სალათა

ზაფხულში, სიცხის გამო ენერგიისგან გამოცლილებს, ცილებით სავსე სალათა აუცილებლად გვჭირდება. მუხუდოსა და ფეტას კომბინაცია მსუბუქი გემოების ხარჯზე დიდხანს დაგანაყრებთ. შეგიძლიათ მეტი ნახშირწყლებისთვის სალათს კრუტონებიც მოაყაროთ და კერძის არომატი ზეთისხილით გაამდიდროთ.

ინგრედიენტები:

- მოხარშული და შემდეგ შებრაწული მუხუდო

- ღუმელში გამომცხვარი კრუტონები

- სიმინდი (მოხარშული ან კონსერვირებული)

- პომიდორი

- მწვანე ბულგარული წიწაკა

- ფეტა

- ზეთისხილი

- ლაიმის წვენი

- ზეითუნის ზეთი

- ახალი მწვანილი

- მარილი და წიწაკა

კლასიკური სალათა

მაკარონის სალათა, მაკარონის და ფესტოს სალათა, პესტო, მაკარონი ფუზილი, ბროკოლის პესტო

ზაფხულის სალათების კლასიკა არასდროს დაგვაღალატებს. ფუზილის მაკარონი, პესტო, ყველი და ბოსტნეულები იდეალურია ცხელი დღეებისთვის. თანაც, თუ პესტოსაც თავად დაამზადებთ, სალათი კიდევ უფრო ჯანსაღი იქნება.

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

- 320გრ. ფუზილი

- ჩერი პომიდორი

- შერეული ზეთისხილი

პესტოს მოსამზადებლად კი მოხარშეთ და დააბლენდერეთ 250 გრამი ბროკოლი, დაგჭირდებათ 50 გრამი ნიგოზი, ნახევარი კბილი ნიორი, 60 გრამი პარმეზანი, 120 მლ. ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა.

ცილებით მდიდარი სალათა

საზაფხულო სალათა, თინუსის სალათა, ტუნას სალათა, ტუნას და კიტრის სალათა, ბერძნული იოგურტი

თუ მუხუდოსა და ფეტას უფრო მძაფრი გემოები გირჩევნით, მაშინ შეგიძლიათ, თინუსის ჯანსაღი სალათა მოამზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ წყალში ან ზეთში დაკონსერვებული თინუსი, ბერძნული იოგურტი და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი, რომელთა სასურველი რაოდენობა ერთმანეთს უნდა აურიოთ და სალათაც მზად იქნება. შეგიძლიათ, მიღებული მასა ტორტილიაშიც გაახვიოთ და ისე მიირთვათ.

ინგრედიენტები:

- თხლად დაჭრილი კიტრის ფირფიტები;

- სირაჩა

- მარილი

- მდოგვი დიჟონი

- სოიას სოუსი

- თინუსი

- ბერძნული იოგურტი.

ზევით