სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
რა ჯობია ღამის კარგ ძილს, ან დამღლელი დღის შემდეგ საკუთარ საძინებელში შესვლას?! ჩვენი safe haven ხომ საკუთარი გემოვნებითა და სურვილებით მოწყობილი სივრცეა, რომელიც მთლიანად ჩვენს ეგოისტურ მოთხოვნებზეა მორგებული?! თუმცა ამ იდეალურ სივრცესაც სჭირდება შელამაზება და ტრენდებზე მორგება. The Diary 2021 წლის საძინებლების 5 ტრენდს გთავაზობთ.
BOHO Chick
ოდნავ ქაოსური, მაგრამ ამავდროულად მყუდრო გარემოს მოსაწყობად ხის საწოლი, რაც შეიძლება ფუმფულა დეკორატიული ბალიშები და ღია ფერის თეთრეული გამოგადგებათ. ამას თუ აღმოსავლურ ელემენტებსაც დაუმატებთ, წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტრენდს მიიღებთ.
BOHO CHICK - WOOD
BLUE bedroom
ლურჯი ყოველთვის ღამის სიმშვიდესთან ასოცირდება. თითქოს ცა საკუთარ საძინებელში გადმოვიტანეთ. ლურჯი ხავერდის ლოგინი კი ამ ტრენდის მთავარი კომპონენტია.
BLUE Bedroom - VELVET
STATEMENT BED
ვინტაჟური ლითონის საწოლი წელს დიდი პოპულარობით სარგებლობს, ოთახის დეკორში კი მისი გამოყენება საკმაოდ ჭკვიანურადაა შესაძლებელი. განსაკუთრებით მაშინ, თუ კედლებს ასევე ლითონის სანათებითა და ხის დეტალებით დაამშვენებთ.
STATEMENT Bed - METAL
PINK bed
ვარდისფერი საძინებელი ნამდვილი კლასიკა და ჩვენი შინაგანი გლამურული მხარის აღზევებაა. ხავერდის ვარდისფერი საწოლის, თეთრი და ნაცრისფერი ფერების კომბინაცია კი უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებს.
PINK Bed - Velvet
Outside IN
მკვეთრი ფერის კედელი, მუქი მწვანე საწოლი, ღია ფერის თეთრეული და რამდენიმე მცენარე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ თავი ბუნებასთან ახლოს იგრძნოთ.
OUTSIDE IN - VELVET