სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
სახლის დეკორის გენიალურობის მინიმუმ 50% განათების დამსახურებაა. გარდა იმისა, რომ ოთახი ბუნებრივი, დღის შუქის რაოდენობით ფასობს, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად და როგორ შუქს დაამატებთ, ან როგორ დიზაინს შეარჩევთ. The Diary-ის გუნდი ამჯერად ჭაღების TOP ხუთეულს გთავაზობთ, რომლებიც წელს ყველაზე ტრენდული იქნება.
GLASS JAR
შუშის ქილების იმიტაცია 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია, რომელიც სამზარეულოს, თუ სასადილო ოთახს განსაკუთრებით უხდება. პროდუქტის შერჩევა სხვადასხვა ფერებშია შესაძლებელი, ამიტომ Glass Jar-ის შეხამება ნებისმიერი ტონალობის ოთახთანაა შესაძლებელი.
GLASS JAR - TK Lighting
SPIDER
ე.წ. ობობა უკვე რამდენიმე წელია აქტუალობას არ კარგავს. მისაღები ოთახის ინტერიერში ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ჯდება, თუმცა შავი ფერის ჭაღის გამოყენება ასევე საძინებელში, კაბინეტში, ან სხვა სასურველ ოთახშიც შეგიძლიათ.
SPIDER - NOWODVORSKI
MINIMALIST
2021 წელს უპირატესობა ასევე მინიმალისტურ დიზაინს უნდა მივანიჭოთ. მოგეხსენებათ, რომ სასადილო ოთახები წელს ნათელ და პასტელურ ფერებში იქნება გადაწყვეტილი, შესაბამისად, ღია ფერის ლითონისა და თეთრის კომბინაცია არაჩვეულებრივი შეხამება გამოვა.
MINIMALIST - EGLO
WOOD AND STEEL
ხე და ლითონი ყოველთვის მომგებიანი კომბინაციაა. Wood and steel განათებას საძინებლებში, თუ მისაღებ ოთახებში წელს ხშირად შეხვდებით.
WOOD AND STEEL - EGLO
INDUSTRIAL
ინდუსტრიული სტილი 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. თანამედროვე ლოფტი, მინიმალისტური საძინებელი, მისაღები ოთახი ბეტონის კედლებით, თუ სახლის მინი ბარი თამამად შეგიძლიათ Industrial light-ის ჭაღებით გააფორმოთ.
INDUSTRIAL - NOWODVORSKI