განსაკუთრებული ახსნა-განმარტების გარეშე, შევთანხმდეთ, რომ წლებს გამოცდილება მოაქვს. ის, რაც ვიცით დღეს, არ ვიცოდით გუშინ და მითუმეტეს რამდენიმე წლის წინ. და იქნებ, ვინმეს ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ ეთქვა?! რა მოხდებოდა მაშინ? როგორ შეიცვლებიდა ჩვენი ცხოვრება?! წარმოგიდგენთ The Diary-ის კვირის 15 ჭეშმარიტებას თინეიჯერებისთვის.

1. არავის აინტერესებს შენი დიპლომი, მაგრამ განათლება ყველაფერია.
2. რეალობა: 20-დან 30 წლამდე დრო გაცილებით სწრაფად გადის, ვიდრე თინეიჯერობა.

3. სამეულის წესი: შენი გარემოცვის მესამედს უყვარხარ.
4. სამეულის წესი: შენი გარემოცვის მესამედს სძულხარ.
5. სამეულის წესი: შენი გარემოცვის მესამედი შენს მიმართ ინდიფერენტულია.

6. სიყვარულის ანტონიმი სიძულვილი არაა, ინდიფერენტულობაა!
7. სიცოცხლეში არსებობს რწმენა, რომელიც სიკვდილზე უარესია.

8. გონება შენი საუკეთესო მეგობარი და ამავდროულად ყველაზე დიდი მტერია.
9. შენს ეგოს შეუძლია შეგქმნას, ან პირიქით, დაგანგრიოს.
10. დიდ წარმატებას თან აუცილებლად სდევს შური.

11. დააფასე პროცესი - ამ ცხოვრებაში შენი მოგზაურობა ყველაფერია!
12. დაიმახსოვრე: დიდება, იღბალი და ფული სწრაფად წარმავალია.

13. ყველა ცდილობს რაღაც მოგყიდოს. მეც კი ამას ვცდილობ!

14. ყველაფერი რასაც კითხულობ, ხედავ და გესმის წმინდა წყლის სისულელეა.
15. გმირები ადამიანები არიან! წმინდანი სინამდვილეში ცოდვილია.