სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
კინოაკადემიის პრიზების რიგით 95-ე დაჯილდოების ცერემონიის წითელი ხალიჩის საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს, The Diary-ს სოციალური არხებიდან, პირდაპირ ეთერში მივადევნეთ თვალი და გლამურული თავშეყრის საუკეთესო მომენტები ჩვენს გამომწერებსაც პირველებმა გავუზიარეთ. მაღალი მოდის უმშვენიერესი სილუეტების გარდა, რომლებმაც ნამდვილად დაიმსახურეს მოწონება, გასულ ღამეს ბრილიანტის, ზურმუხტის, საფირონისა თუ ლალის ქვებით შემკული სამკაულებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ცნობილი სახეების ლუქების სრულყოფის საქმეში.
გამომდინარე იქიდან, რომ ოსკარის დაჯილდოება ჰოლივუდის კინოკალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, საიუველირო სახლები თავიანთ საცავებს ამ დღისთვის ექსკლუზიურად ხსნიან და ცნობილ სტილისტებს წვდომას ყველაზე ძვირფას სამკაულებზე აძლევენ.
კარა დელევინი - Bulgari
კარა დელევინის გასული ღამის ლუქი ძველი ჰოლივუდის გამოძახილი იყო, Elie Saab-ის ცალმხრიან წითელ კაბაში და Bulgari Serpenti-ს ყელსაბამით, საყურეებითა და სამაჯურით, მოდელი უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურებოდა.
დიპიკა პადუკონე - Cartier
დიპიკა პადუკონეს ოსკარის წითელ ხალიჩაზე, ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი სამკაული ამ შვენებდა. Cartier-ის ბრილიანტის ყელსაბამი, ცენტრში გიგანტური ყვითელი საფირონით, დიპიკას Louis Vuitton-ის ხავერდის კაბის იდეალურ აქსესუარად მოგვევლინა.
ფლორენს პიუ - Tiffany & Co.
ფლორენს პიუს ტიფანის დრამატული პლატინის ბრილიანტის ყელსაბამი ამშვენებდა, ასევე ბრენდის საყურეები ვარდისფერი ტურმალინებითა და ბრილიანტებით
რიანა - Moussaieff
ოსკარის წითელ ხალიჩაზე რიანა წამოზრდილი მუცლით (მომღერალი მეორე შვილს ელოდება), Alaïa-ს კაბით და ყავისფერი, მწვანე და ყვითელი ბრილიანტებისგან შემკული საყურეებით და ბეჭდით გამოჩნდა.
ემილი ბლანტი - Chopard
ემილი ბლანტმა, სადა, თუმცა საოცრად დახვეწილი თეთრი Valentino-ს კაბა, Chopard-ის იასამნისფერი საყურეებით შეავსო.
ჯესიკა ჩესტეინი - Gucci
მსახიობმა, მბზინავ Gucci-ს კაბას, დელიკატურად შეუხამა მოდის სახლისავე ჩოკერი, რომელიც 18 კარატიანი თეთრი ოქროს ყელსაბამი გახლდათ ცავორიტებითა და ბრილიანტებით.
ქეით ბლანშეტი - Louis Vuitton
ქეითმა Louis Vuitton-ის ლურჯ კაბას, მარტივი, დახვეწილი საყურეები შეუხამა Louis Vuitton-ის სამკაულის კოლექციიდან.
მარგო რობი - Lorraine Schwartz
მარგომ ოსკარის წითელი ხალიჩა გამოტოვა, თუმცა მოგვიანებით სხენაზე და ფოტოგრაფების წინ საშუალება მოგვცა Armani Privé-ს კაბისა და 72 კარატიანი ზურმუხტისფერი და შავი ნეფრიტის და ბრილიანტის საყურეებისთვის შეგვველო თვალი.
ჰოლი ბეილი - De Beers
ჰოლი ბეილიმ Dolce & Gabbana-ს უმშვენიერეს კაბას, De Beers-ის თეთრი ოქროსა და ბრილიანტის ყელსაბამი, ბრილიანტის საყურეები და ორი ბეჭედი შეუხამა.
ფიბი უოლერ ბრიჯი - Bvlgari
და ბოლოს, წარმოგიდგენთ ფიბი უილერ ბრიჯის გველის ყელსაბამს Bvlgari-ს კოლექციიდან, რომელიც მსახიობმა შავ კაბა, ბობ ვარცხნილობასა და წითელ ტუჩსაცხს მოარგო.