#მოდა #ცნობილები

ზინი ქაჯაია მილანის მოდის კვირეულზე Emporio Armani-ს ჩვენებას გახსნის

გაზიარება:

მსოფლიოს სამოდელო სფეროში, კიდევ ერთი ქართველი მოდელი, ზინი ქაჯაია, კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ახალგაზრდა მოდელი დღეს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ Emporio Armani-ს ჩვენებას გახსნის. სიახლეს, ზინის ამ უდიდესი წარმატების შესახებ, Look Modéls Managemént-ის სულისჩამდგმელი და გოგონას პირველი სააგენტო კომპანიის მფლობელი ნინო ცქიტიშვილი Facebook-ზე გვიზიარებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by zini kajaia (@babyziniii)

Lookmodels-ის რიგით მეორე მოდელი დღეს მილანის მოდის კვირეულზე Emporio Armani -ის ჩვენებას გახსნის. Giorgio Armani თაკოს შემდეგ კიდევ ერთი ქართველი მოდელით მოიხიბლა. 

თაკო ნაცვლიშვილის შემდეგ, ზინი ქაჯაიას ერგო იმ უდიდესი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების პატივი, რასაც Emporio Armani-ს ჩვენების გახსნა ეწოდება. როგორც, ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში გვატყობინებს, ზინიმ სამი ლუქი მოირგო და სულ მალე ჩვენთვის უახლესი კადრები იქნება ხელმისაწვდომი ჩვენებიდან.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by zini kajaia (@babyziniii)

შეგახსენებთ, რომ ზინი ქაჯაიამ გასულ წელს კონტრაქტი ლიდერ სამოდელო სააგენტო Dmanagement group-თან გააფორმა, რომელიც თავად ნაომი კემპბელის, კარლა ბრუნის, მონიკა ბელუჩის, ჰეიდი კლუმის, ჰელენა კრისტენსენის და სხვა ტოპ მოდელების სააგენტო გახლდათ.

ზევით