კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
ქართული წარმომავლობის დიზაინერი, დევიდ კომა Blumarine-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ინფორმაცია სიახლეზე ბრენდმა თავად გაავრცელა. იტალიური მოდის სახლის ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა, უოლტერ ჩიაპონიმ მარტში ერთი სეზონის კოლექციის წარდგენის შემდეგ, ჯერ კიდევ უცნობი მიზეზით, მოდის სახლი დატოვა.
დევიდ კომა თავის პირველ კოლექციას "შემოდგომა-ზამთარი 2025" მომავალი წლის გაზაფხულზე წარადგენს.
„დევიდ კომას ესთეტიკამ მომხიბლა. დარწმუნებული ვარ, რომ დევიდი შეძლებს Blumarine-ის ესთეტიკის სრულყოფას, დიზაინერის ხედვის წყალობით, რომელიც აბსოლუტური ფემინურობით ხასიათდება“, - მარკო მარჩი, Blumarine-ის მფლობელი ჰოლდინგის, Exelite-ის დირექტორი
დევიდ კომა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის სასწავლებლის Central Saint Martins კურსდამთავრებულია. სწავლის დამთავრებისთანავე დამწყებმა დიზაინერმა მოდის სფეროს წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო და დღეს კომას სამოსით თავს სხვადასხვა სფეროს ყველაზე წარმატებული ადამიანები იწონებენ თავს, მათ შორის ბიონსე, ემილი ბლანტი, ლედი გაგა, კაილი მინოგი და სხვები.
David Koma-ს კოლექციები ყოველთვის ფემინური, გლამურული და სექსუალურია. დევიდ კომახიძისთვის შთაგონების მთავარი წყარო ძლიერი ქალია. საინტერესოა როგორი გახდება იტალიური მოდის სახლი დავით კომახიძე რომ ჩაუდგება თავში.