ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენაზე დაწერილი სიმღერა „დავთვალოთ ღიმილები“ (Let's Count The Smiles), 19 დეკემბერს პარიზში, „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე გაჟღერდება. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, ენერგიული და მუსიკალური ბიჭი, ნიკო ქაჯაია მე-2 ნომრად წარდგება.
10 წლის ნიკო ქაჯაიამ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის საგზური საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალურ შოუ „რანინაში“ გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. 19 დეკემბერს ქართველი კონკურსანტი ევროვიზიის სცენაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას - „დავთვალოთ ღიმილები“ შეასრულებს. ამ სიმღერას ყველაფერი აქვს: გრძნობა, ემოცია და მარტივად დასამახსოვრებელი მელოდია, იმისთვის, რომ ნიკომ მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი ნიჭიერება და მინიმალური ცეკვის ელემენტებით მთელი დარბაზიც და მაყურებელიც აიყოლიოს.
19 დეკემბერს, რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაზე, მთელი მსოფლიოდან 19 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაცია უკვე იმყოფება პარიზში. ნიკომ პირველი რეპეტიციაც გამართა და უცხოურ საიტებზე ჩატარებულ გამოკითხვებში უკვე ერთ-ერთ ფავორიტადაც მოიაზრება.
პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულს 19 დეკემბერს ჟიური და მაყურებელი გამოავლენს. შეგახსენებთ, რომ ონალინ ხმის მიცემა 2 დღეში დაიწყება. 17 დეკემბერს 23:00 საათიდან საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე Junioreurovision.tv-ზე შესაძლებლობა მოგეცემათ ნიკო ქაჯაიას მოსალოდნელ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანოთ.
გოგი ცაბაძის ლეგენდარული სიმღერა „მთავარეო“ ნანი ბრეგვაძისა და კორძის უნიკალური კოლაბორაციით ახალ სიცოცხლეს იძენს. 25 მაისს, Tbilisi Open Air-ზე, წარსულის მელოდია თანამედროვე სცენაზე განსხვავებული სახით გაცოცხლდება.
პარიზელი დიჯეი და პროდიუსერი Notre Dame თბილისში ბრუნდება. 23 მაისს King David-ში TRIBE-ისა და MEMO-ს ორგანიზებით გაიმართება უნიკალური საღამო, სადაც კინემატოგრაფიული ჟღერადობა და ემოციური ელექტრონიკა ერთმანეთს შეხვდებიან.
ინგლისურენოვანი ქართველი ავტორი, ლეო ვარდიაშვილი, მსოფლიო ბესტსელერის ავტორია. The Diary-სთან ინტერვიუში ის საკუთარ სადებიუტო რომანზე — „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ — და ემიგრაციის პირად გამოცდილებაზე გვესაუბრება.