2024 MET Gala - გაიმეორეთ ლუქი
მათ, ვისაც პენელოპა კრუზის ლუქის გამეორება გსურს, იმ პროდუქციის კომბინაციებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ცნობილმა სტილისტებმა მსახიობის წითელი ხალიჩის Look-ის მისაღებად გამოიყენეს.
უკვე გეცოდინებათ, რომ Signature Look ონლაინ ჟურნალი The Diary-ის რუბრიკაა, რომელშიც საკუთარი ხედვითა და გემოვნებით შექმნილ Look-ებს ყველაზე გამორჩეული ქართველი ინფლუენსერები, თუ მოდის ბლოგერები გვთავაზობენ.
რუბრიკის ამ კვირის სტუმარი კი მარიამ მძევაშვილია, რომლის ინსტაგრამ გვერდიც Clean girl ესთეტიკას ასხივებს. Lifestyle ინფლუენსერის ლუქები ყოველთვის დახვეწილი, თანამედროვე სტილისა და კლასიკურის ჭკვიანური ნაზავია.
მისი საფირმო კოზირი fashion აუთფითის ერთ მთლიანობაში აღქმაა, რომელსაც ინფლუენსერი ყოველთვის დახვეწილი მაკიაჟით და აქსესუარებით ასრულებს. ამჯერად The Diary-ის მკითხველისთვის მარიამმა კლასიკური, შავი ლუქი აარჩია, რომელშიც კარლ ლაგერფილდის, ვერსაჩეს, ტრუსარდისა და სხვა გამორჩეული მოდის სახლების აითემები გააერთიანა.
SHOP THE LOOK HERE: