ენტონი ვაკარელოს ამბოხი Saint Laurent-ის Pre-Fall 2025 კოლექციაში
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.
თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ისევე როგორც თეთრი მაისური და ჯინსი, თანამედროვე ქალის გარდერობის განუყოფელ ნაწილად იქცა. საზაფხულო კაბასა, თუ სამუშაო კოსტიუმს, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ერთნაირად უხდება. ამ სეზონზე დიზაინერებმა ამ ყველაზე მოდური და კომფორტული ფეხსაცმელის სხვადასხვა ვარიაცია შემოგვთავაზეს, მათ შორის ლოგოებით გაფორმებული, პლატფორმებზე, ეკო ტყავითა და ა.შ.
ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის 2021 წლის საუკეთესო თეთრი, სპორტული ფეხსაცმელი შეარჩია.
MANGO-ს ასეთი სტილის სპორტული ფეხსაცმელი განსაკუთრებით უხდება კოსტიუმებს.
169 GEL
სპორტული ფეხსაცმელი PRADA-ს ლოგოთი. ტანზე მომჯდარსა თუ ტოტგაშლილ ჯინსებს, ეს ფეხსაცმელი ნებისმიერ look-ს დაამშვენებს.
$725.00
NIKE-ს ეს სპორტული ფეხსაცმელი კი არამხოლოდ ტრენდულია, არამედ სუპერ-კომფორტული. და ვინაიდან გაზაფხული კარებზეა, ის ასევე მეგობრებთან ერთად გარეთ, საათობით სიარულისას გამოგადგებათ.
$150.00
ZARA-ს ეს ფეხსაცმელი ამ სეზონის ასევე ტრენდულ ყვავილებიან კაბებთან მოირგეთ
129 GEL
BALMAIN-ის ულტრათანამედროვე ფეხსაცმელი ნებისმიერ სამოსს გაატრენდებს
$850.00