2020 წლიდან მოყოლებული აბრეშუმის შარფი ზაფხულის უცვლელი ტრენდია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის აქსესუარი უკვე 2 წელია მოდურ ჟურნალებში, ცნობილების გარდერობებსა და სოციალურ მედიაში აქტიურად გვხვდება, მისი “მოდიდან გადასვლა” ჯერ-ჯერობით არ იგეგმება, უბრალოდ ყოველწლიურად შარფების გამოყენების ხრიკები სულ უფრო და უფრო იხვეწება. ამჯერად აბრეშუმის შარფის გამოყენების ტოპ 5 ხრიკს ქართულ ბრენდთან - “13 ვარ” ერთად გაგაცნობთ, რომელიც მომხმარებელს აბრეშუმის შარფებს გაცოცხლებული ძველი ქართული ორნამენტებით სთავაზობს.
"13 ვარ" - აბრეშუმის შარფები გაცოცხლებული ქართული ორნამენტებით
კლასიკა
აბრეშუმის შარფის გამოყენების ყველაზე პოპულარული მეთოდი კლასიკური, 60-იანი წლების სილუეტია, როდესაც შარფი თმას მთლიანად ფარავს და კისერზე იკვრება. ამ მეთოდის გამოყენება ყოველდღიურ Look-თან, თუ საცურაო კოსტიუმთან ერთნაირად წარმატებულად შეიძლება.
მეკობრე
ეს უკანასკნელი “მოდაში” რამდენიმე წლის წინ აგერ უკვე მერამდენედ შემოვიდა, რაც მეტწილად ცნობილი მოდელის - ბელა ჰადიდის დამსახურებაა. ეს სილუეტი უფრო ყოველდღიურ და ექსცენტრული Look-ებს უხდება.
ფრიალა კაბა
“13 ვარ” აბრეშუმის შარფებს სხვადასხვა ზომაში გვთავაზობს, ამიტომ მათი გამოყენება თავსაბურავად, მოსასხამად და მეტიც, კაბადაც შეიძლება. შარფის სანაპიროსთვის ფრიალა კაბად გარდაქმნა კი ძალიან მარტივად შეიძლება.
თუ ერთფეროვნება არ გიყვართ, პატარა ექსპერიმენტის ჩატარებაც არ გაწყენთ. თქვენი ნებისმიერი საცურაო კოსტიუმის კრეატიულად შეფუთვა აბრეშუმის შარფითაც შეიძლება. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სტანდარტულ, უღიმღამო ფორმებს ჰაეროვანი და პრიალა ქსოვილი ნამდვილად გამორჩეულად აქცევს.
მოსასხამი
სანაპიროზე, ან თუნდაც აუზზე ფერადი მოსასხამი ნამდვილი მისწრებაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისი შეხამება იმავე სტილის თავსახვევთან შეგიძლია. “13 ვარ” კი იმის გარანტიაა, რომ გაცოცხლებული ქართული ორნამენტებით თქვენი საზღვაო Look-ი ნამდვილად გამორჩეული იქნება.
თუ მეტი გამორჩეულობისთვის შარფისთვის განსაკუთრებული დეტალის დამატება გსურთ, "13 ვარ" მომხმარებელს სახელობით შარფებსაც სთავაზობს, რაც მოდურ აქსესუარს კიდევ უფრო ინდივიდუალურს გახდის.
ქართული სამკაულების ბრენდი BIZU უკვე ამერიკულ ბაზარზეა წარმოდგენილი და ჰოლივუდის ვარსკვლავების ყურადღებაც მიიპყრო. შეი მიტჩელი, ჯესიკა სიმპსონი და ჰეილი კიოკო იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, რომლებმაც ბრენდის გამორჩეული სამკაულები მოირგეს.
რეალითი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესმენი კიმ კარდაშიანი მონაკოს გრან-პრიზე გამოჩნდა, სადაც Ferrari-ის პილოტსა და მის ახალ შეყვარებულს, ლუის ჰემილტონს გულშემატკივრობდა.
დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა 31 მაისს ლონდონში, ისტორიულ Old Marylebone Town Hall-ში გამართულ ინტიმურ ცერემონიაზე იქორწინეს. წყვილი უახლოეს დღეებში ქორწილის აღნიშვნას სიცილიაში, ვარსკვლავური სტუმრების გარემოცვაში აპირებს.